საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ზალკალიანი Facebook-ზე წერს.
ზალკალიანის თქმით, 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავიდა.
"დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები", - წერს ზალკალიანი.
საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.