logo
ENG



დავით კირკიტაძე: ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა ქალაქებში აგრარული ბაზრები არ გახსნილიყო

02 მაი 202012:56
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩაკეტილი ქალაქების გახსნისკენ მოუწოდებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის განცხადებით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ქალაქებში პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებს და შემოსავალს კარგავს, შექმნილი დეფიციტის გამო კი გაძვირებულია სურსათი და ჩაკეტილი ქალაქების მცხოვრებლებს პროდუქტებში უფრო მეტი ფულის დახარჯვა უწევთ. 

„საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა ქალაქებში არ გახსნილიყო აგრარული ბაზრები. მოქალაქეებმა ბრძოლის შედეგად შევძელით, რომ რუსთავში, თბილისში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში აგრარული ბაზრები გაიხსნა. პროდუქცია ბაზრებში ჯერ კიდევ რჩება ძვირი. ეს აზარალებს როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე სოფლად და რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც მოიყვანეს პროდუქცია და ვერ ახერხებენ რეალიზებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მოხსნას ქალაქების ჩაკეტვის უაზრო რეგულაცია და მოსახლეობას მიეცეს საშუალება, პროდუქცია მოხვდეს დიდ ქალაქებში და ქალაქის მოსახლეობამ ეს პროდუქცია შეიძინოს შეღავათიან ფასებში“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 


close დახურვა