logo
ENG



დავით მათიკაშვილი: რეიტინგი შეგვიძლია დავინახოთ აქციიდან

16 დეკ 201917:16
3 წუთის საკითხავი
 
r5180lds0upezb0.png

„რეიტინგი შეგვიძლია დავინახოთ აქციიდან“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „იფსოსის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

„ქართული ოცნება“ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს კვლავ უნდობლობას უცხადებს. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ მათი ლიდერისა და თავად პარტიის რეიტინგზე ის აქცია მიანიშნებს, რომელიც 14 დეკემბერს ჩატარდა.

„რა პროცენტი უჭერს მხარს მმართველ გუნდს, ძალიან კარგად გამოჩნდა იმ აქციაზე, რომელიც სულ ორი დღის წინ ჩატარდა. რეიტინგი შეგვიძლია დავინახოთ აქციიდან“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 73%-ს არ მოეწონა ივანიშვილის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა დაპირება შეასრულა. კვლევა პარტიის ლიდერის სატელევიზიო ინტერვიუს თემატიკაზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია „იფსოსმა“ ჩაატარა. სატელევიზიო ინტერვიუში ივანიშვილის თავდასხმის ობიექტები გახდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები IRI და NDI, ასევე, პოლიტიკური ოპონენტები.


close დახურვა