logo
ENG



დავით სიხარულიძე: კიბერთავდასხმა დემოკრატიული ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება

21 თებ 202023:10
3 წუთის საკითხავი
 

ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დათვით სიხარულიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საქართველოს ხელისუფლების მისამართით განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საინფორმაციო ომი საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებას ემსახურება.

„მაიკ პომპეოს განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ კიბერთავდასხმა მიმართულია იმისათვის, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებს და ნდობას დემოკრატიული პროცედურებისა და სისტემისადმი, ასევე იმისთვის, რომ დათესოს უიმედობა და შიში. რუსეთის მიზანია მოახდინოს მაქსიმალური პოლარიზაცია ჩვენ საზოგადოებაში. საინფორმაციო ომის სხვა კომპონენტები, რაც არის სოცქსელებში ტროლების ქარხნების შექმნა და გზავნილები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერშეტევების  სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვის სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.


close დახურვა