პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ხელისუფლებას მიმართავს და 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს იმ ეკონომიკურ კრიზისთან საბრძოლველად, რომელიც შესაძლოა კორონა ვირუსის გავრცელებას მოყვეს. ტრიბუნას ხელმძღვანელის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში მედიკამენტების, პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტების კრიზისი არ გაჩნდეს, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა კონკრეტული გეგმა უნდა შეიმუშაოს.