ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტულ პარტიაში“ შეხვედრას მართავენ, სადაც ოპოზიციის მომავალ გეგმებზე იმსჯელებენ.
როგორც „ევროპელი დემოკრატების ლიდერი“ აცხადებს, 8 მარტის შეთანხმების შესრულება უკვე დაწყებულია და მას მიაჩნია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, გიორგი რურუასაც მალე გაათავისუფლებენ პატიმრობიდან. როგორც დავითაია აცხადებს დღევანდელ შეხვედრაზე პარტიები სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.
„შეთანხმებების შესრულება დაიწყო, ეს იქნება პირველი პუნქტი, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებებს ეხება, თუ მეორე პუნქტი, რაც ეხება პატიმრების გაშვებას - ეს პროცესი დაიწყო. ამ პროცესში მოგებული ან წაგებული არავინ არ არის, მოგებული იქნება ქართული სახელმწიფო. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ბატონი რურუა გათავისუფლებული იქნება. გადაწყვეტილება კი იყო დღეს გამოტანილი, მაგრამ პროცესია და ამაში ეჭვი არ მეპარება. აქედან გამომდინარე გვექნება მსჯელობა თუ როგორ იმოქმედებს ოპოზიცია“,-განაცხადა პაატა დავითაიამ.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით, 8 მარტის შეთანხება შეუსრულებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს არ გაათავსიუფლებს.
"მრავალსვლიან კომბინაციაში ძალიან ადეკვატური აღმოჩნდა, როდესაც ჩვენ დაგვიპირეს ჩავეყენებიეთ ცუდსა და უარესს შორის არჩევანში. სულ რამდენიმე დღის წინ რომ 120/30-ზე პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე ხომ ყვავს კაკალი გააგდებინე იქნება, ბევრი გვირჩევდა კიდეც რომ ასე მოვქცეულიყავით. ჩვენ ვთქვით, ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ბერკეტი",- აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი დარწმუნებულია იმაში, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, გიორგი რურუას პატიმრობიდან მალე გაათავისუფლებენ. როგორც ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციამ პროცესში დიდ წარმატებას მიაღწია და მისი თქმით ეს წარმატება საერთო ძალისხმევის დამსახურებაა.
"ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ, საერთო ძალისხმევით. საერთო ფორმატი და ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე რომ ჩვენი სტრატეგიული გეგმა კვლავ მოქმედებაშია და აუცილებლად გათავისუფლდება რურუაც და საკონსტიტუციო ცვლილებები", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, საერთაშორისო ზეწოლამ მმართვე გუნდს აიძულა დათმობებზე წასულიყო, მისი თქმით ოპოზიციის ერთობლივმა ქმედებებმა პროცესებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
"მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის კოორდინირება და ერთობლივი ქმედებები, რომელსაც ახორციელებს ოპოზიცია. ჩვენმა ერთიანობამ, ამ მაგიდის ერთიანობამ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობებზე წამოსულიყო, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიცია შეხვედრას მართავს, სადაც ერთიან სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.
დღეს კი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ რურუა პატიმრობაში დატოვა.