logo
ENG



დავითაშვილი: სასამართლო დამოუკიდებელია, გადაწყვეტილებას პოლიტიკური გავლენა ვერ ექნება

16 მაი 202215:16
3 წუთის საკითხავი
 
დავითაშვილი: სასამართლო დამოუკიდებელია, გადაწყვეტილებას პოლიტიკური გავლენა ვერ ექნება

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას პოლიტიკური გავლენა ვერ ექნება. 

დავითაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აშენებს სამართლებრივ ქვეყანას და კანონის წინაშე თითოეული მოქალაქე თანაბარია.

"ცალსახად, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან, შესაბამისად სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივია და პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება. რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციას და იმიჯს, ის უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული, ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს, რომ კანონის ღირებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი", - თქვა დავითაშვილმა.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა