logo
ENG



დავითულიანი გაერო-ში სარჩელზე: შეიძლება უკრაინას არ უნდოდა, რომ მოგვეწერა ხელი

14 ივლ 202215:40
3 წუთის საკითხავი
 
დავითულიანი გაერო-ში სარჩელზე: შეიძლება უკრაინას არ უნდოდა, რომ მოგვეწერა ხელი

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველო იმიტომ არაა გაერო-ში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ 40-ზე მეტ ქვეყანას შორის, რომ ეს თავად უკრაინის ხელისუფლებას არ სურდა.

"ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოვაწერეთ ხელი ჰააგაში უკრაინის მხრიდან წამოწყებულ სარჩელს. რაც შეეხება ამ ნაწილს, თქვით, რომ 40 ქვეყანა და დედამიწაზე არსებობს 200-მდე ქვეყანა და არ ვიცი, ამ 40-ს შორის ჩვენ რატომ არ ვართ, არ ვიცი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. შეიძლება უკრაინას არ უნდოდა, რომ მოგვეწერა ხელი, ესეც შეიძლება, მათი ხელისუფლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე", - ამბობს დავითულიანი.

40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის გადაწყვეტილებას, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. განცხადების ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის არაა საქართველო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, როდესაც უარს ამბობს, შეასრულოს სასამართლოს მარტის დადგენილება, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით.


close დახურვა