logo
ENG



დაზვერვა: ამ დრომდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 160 000 სამხედრო ჩართო

27 აგვ 202220:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/27/ogbvto8b5p8y3qd.jpeg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი ამბობს, რომ ამ დრომდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 160 000 სამხედრო ჩართო.

სკიბიცკი ამბობს, რომ ამ რიცხვში როსგვარდიის წარმომადგენლები არ შედიან, რომლებიც ასევე არიან ჩართული საომარ მოქმედებებში.

"თუ მთლიანობაში ვისაუბრებთ, საჰაერო და სახმელეთო დანაყოფებში მყოფ ჯარისკაცებს დავთვლით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან, დაახლოებით 160 000 სამხედრო მოსამსახურე გამოვა. თან არ ვთვლი როსგვარდიის წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე მონაწილეობენ სამხედრო მოქმედებებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმს უზრუნველყოფენ. რუსეთი რეზერვებს ზრდის და დაახლოებით 90 000 ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავს", - თქვა მან.

ამასთან, სკიბიცკის თქმით, დღეს რუსეთს "შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებაში სერიოზული პრობლემები აქვს".

"ეს მობილიზაცია არ უშველოთ, რადგან პირველ რიგში სამხედროების მორალური მდგომარეობა უარესდება, მეორეც - აღავის უნდა ნებაყოფლობით კონტრაქტების გაფორმება. სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სურს ომში წასვლა", - აღნიშნა სკიბიცკიმ.

 


close დახურვა