logo
ENG



დაკავებულები რუსული კანონის გაპროტესტების გამო

03 მარ 202319:58
3 წუთის საკითხავი
 

უფლებამოსილების გადამეტება, ფიზიკური ანგარიშსწორება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ძალადობა და იზოლატორებში გადაყვანილი აქტივისტები. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე 36 პირი ძალადობრივი ფორმით აიყვანეს. ნაწილს მთელი ღამე პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით გაატარებინეს. ვინ რომელ იზოლატორში იყო გადაყვანილი, ადვოკატებს ამის გარკვევის შესაძლებლობაც არ ჰქონდათ. ის, რა ფორმითაც გუშინ აქციაზე გამომსვლელებს მოექცნენ, უკვე აჩვენებს რუსული რეპრესიების დამკვიდრების სურვილს - ამბობენ აქტივისტები.

 


close დახურვა