![g3w7i5xc5e0sdke.png](/uploads_script3/news/g3w7i5xc5e0sdke.png)
ლეიბორისტული პარტიის 3 წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაცია ფორმულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ლეიბორისტული პარტიის წევრები 2 ნოემბერს საღამოს დააპატიმრეს. მათ შორის იყო პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილიც.
ლეიბორისტული პარტიის წევრები საბურთალოზე მე-3 საარჩევნო უბანზე შესვლას ცდილობდნენ, რათა საჩივრები წარედგინათ, რა დროსაც სამი მათგანი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.