logo
ENG



დამამძიმებელ გარემოებაში ცოლის განზრახ მკლელობის საქმეზე კაცს ბრალდება წარედგინა

10 იან 202415:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/10/5x7i7a9kx287z0y.jpg

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ცოლის განზრახ მკვლელობის საქმეზე კაცს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა ცოლს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

მომხდარის შემდეგ, ბრალდებულმა დანით თვითდაზიანებები მიიყენა. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. სამართალდამცავებმა კაცი იმავე დღეს დააკავეს.

კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

close დახურვა