logo
ENG



დამეწყრილი ტერიტორიიდან ჯერჯერობით არავინ გამოუყვანიათ, ვერტმფრენი დაჯდომას ვერ ახერხებს

03 აგვ 202319:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/03/m2wyzgb4g5kv8gc.jpg

შოვში დამეწყრილი ტერიტორიიდან მაშველებს ჯერჯერობით არავინ გამოუყვანიათ.

ფორმულას ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც ადგილზე, დაახლოებით, 40 წუთის წინ ჩაფრინდა, დაჯდომას ვერ ახერხებს.

რამდენიმე საათის წინ შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. შსს-ში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.

სანსეტ შოვის თანამშრომელი ქეთი მაისურაძე ამბობს, რომ მეწყერი შეჩერებულია და მსხვერპლი არაა. ფორმულას ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ სტუმრები უსაფრთხოდ არიან.

მისი თქმით, სტიქიის დროს სასტუმროს ტერიტორიაზე დაახლოებით 40-45 ადამიანი იმყოფებოდა.

ონის მერმა სერგო ხიდეშელმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კურორტ შოვში მოსახლეობასთან მიახლოება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

სერგი ხიდეშელის თქმით, მეწყრული პროცესი მთაში 2 მდინარის დაგუბების შედეგად განვითარდა.

მისი თქმით, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ აქვთ.


close დახურვა