საკანონმდებლო ორგანოში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ბიუროს სხდომა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმიდნარეობდა, დამოუკიდებელი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან, მათი განცხადებით ისინი არ დაესწრებიან პარლამენტის სხდომას, სადაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძეს დაამტკიცებენ.
დამოუკიდებელი დეპუტატები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიქმნას მოკვლევვის ჯგუფი, რომელიც შოთაძის საქმიანობას გამოიძიებს.
„არასდროს არ მომწონდა ეს გენერალური პროკურორი, მაშინაც კი როდესაც მე ვიყავი უმრავლესობის წევრი, მაშინაც სულ გამოვხატავდი კრიტიკას მის მიმართ, არ ვენდობი მისი მართვის სტილს, ის არის სისტემის გენერალური პროკურორი, ეს არ არის ადამიანის უფლებებით დამსჭვალული გენერალური პროკურორი. ორი საკითხი არის, რის გამოც არ უნდა მოხდეს მისი არჩევა, ეს არის მისი დასწრების ფაქტი ბიზნესმენების შეხვედრაზე და ფაქტობრივად ის წარმოადგენდა მხარეს და მეორე საკითხი, როგორ აღმოჩნდა ის "სილკ ჯგუფის" იურიდიული კონსულტანტი. მნიშვნელოვანი არის მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას ორივე საკითხზე დავიბაროთ ბიძინა ივანიშვილი, დავიბაროთ ვანო ჩხარტიშვილი, სილკ ჯგუფის დამფუძნებლები, დავიბაროთ მამუკა ხაზარაძე, გამოვკითხოთ შევეკითხოთ ავაწყოთ სად მივდივართ რა სტანდარტით მივდივართ და რა სახელმწიფს ვაშენებთ. დღევანდელ სხდომას ჩვენ არ დავესწრებით მე ვერ მივიღებ მონაწილეობას იმ ადამიანის არჩევაში, რომლის მიმართაც კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით მაქვს კითხვები“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
სხდომის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოს გარეთ შეკრებილი არიან სხვდასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ.