logo
ENG



დანგრეული ისტორია - შაბათის ფორმულა

24 დეკ 202221:47
3 წუთის საკითხავი
 

სოლოლაკი, ძველი თბილისი, ორსაუკუნოვანი, კოლორიტული და დედაქალაქის ყველაძე ხანდაზმული უბნის მძიმე ისტორია, რომელიც ახლა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების, ნანგრევებზეა შემორჩენილი. სოლოლაკი ყოველ დილას შიშით ხვდება, ძველი თბილისის მცხოვრებლებმა არ იციან რა დახვდებათ ჩამოშლილი, ჩამონგრეული. ზოგიერთი სახლი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 4 ქულით შეაფასა, ექსპერტიზამ თქვა, რომ ავარიულობის გამო, ასეთ სახლებში ცხოვრება საშიშია. სოლოლაკელებმა მერიას, რეაბილიტაციის ან უბრალოდ კედლების გამაგრების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხი ყველა ჯერზე ერთია - უარი. როგორც ჩანს მშვიდობის ქალაქის მერისთვის, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა პრიორიტეტი ნამდვილად არ არის.


close დახურვა