logo
ENG



დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

02 მაი 202202:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/k67bsefc4x8o8oe.png

დანია და შვედეთი აცხადებენ, რომ რუსეთმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია. მომხდარის გამო ქვეყნებმა რუსეთის ელჩები დაიბარეს.

დანიის თავდაცვის ძალების ცნობით, თვითმფრინავი სადაზვერვო იყო და დანიის საჰაერო სივრცეში მოკლე დროით იმყოფებოდა. მათი ცნობით, დანიის F-16 თვითმფინავებმა რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინეს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა Twitter-ზე დაწერა, რომ "რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად მიუღებელი და არსებულ ვითარებაში უკიდურესად შემაშფოთებელია".

დანია NATO-ს წევრია, შვედეთი კი ალიანსში გაწევრიანებას ახლა განიხილავს. შვედეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ინციდენტი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დისკუსიას უკავშირდება.


close დახურვა