დანია მზად არის უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გადასცეს, თუმცა იმ დათქმით, თუ ამერიკა ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა გააკეთა.
"უკრაინას სჭირდება თვითმფრინავები. თუ მათ სურთ ომის მოგება, მათ სჭირდებათ თვითმფრინავები როგორც არასდროს. ეს ეხება F-16-საც", - თქვა მინისტრმა.
დანიას აქვს 43 F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, საიდანაც 30 აქტიურად გამოიყენება. ახლო მომავალში დანია მათ F-35-ებით ჩანაცვლებას გეგმავს.