logo
ENG



დანია უკრაინას 830 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

12 სექ 202319:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/12/km261b3sc5n12zp.jpg

დანია უკრაინას 830 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ, მე-12 პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"დანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 830 მილიონი დოლარი იქნება. მასში შედის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, სხვადასხვა საბრძოლო მასალა და საზენიტო იარაღი", - ნათქვამია განცხადებაში.

დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს, აუცილებელია, რომ დანიამ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა გააგრძელოს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა