logo
ENG



დანია ქვეყნიდან 15 რუს დიპლომატს აძევებს

05 აპრ 202214:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/c0uma2cx303jg4l.jpg

დანია ქვეყნიდან 15 რუს დიპლომატს აძევებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გავრცელდა.

"ეს არის კიდევ ერთი მაგალითი სისასტიკისა და ომის დანაშაულის, რომელსაც, როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ბუჩაში", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა.

რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ 4 აპრილს ინფორმაცია გაავრცელეს საფრანგეთმა და გერმანიამ.

რუსეთი და მისი პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ გაავრცელონ ნარატივი, რომ ბუჩაში მომხდარი მხოლოდ უკრაინის დეზინფორმაციის ნაწილია და უარს ამბობს ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ ბუჩაში რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ქალებსა და მოზარდებს.


close დახურვა