logo
ENG



დანიგანი ღარიბაშვილს: ბაიდენი, ბლინკენი და ჩვენ მოუთმენლად ველით პარტნიორობის გაღრმავებას

16 ოქტ 202319:58
3 წუთის საკითხავი
 
დანიგანი ღარიბაშვილს: ბაიდენი, ბლინკენი და ჩვენ მოუთმენლად ველით პარტნიორობის გაღრმავებას
ფოტო: მთავრობა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელოდება პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

როგორც დანიგანმა აღნიშნა, აშშ პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით მხარს უჭერს.

"ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერმინისტრთან. ვუთხარი პრემიერმინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით - განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. ასევე ვუთხარი პრემიერმინისტრს, რომ მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას. მინდა გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას",- განაცხადა რობინ დანიგანმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 


close დახურვა