უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვის განცხადებით, უნგრეთს ჰქონდა ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავდა.
"უნგრეთი ღიად აცხადებს თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან. უფრო მეტიც, პუტინმა წინასწარ გააფრთხილა ისინი, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმები იქნებოდა. თქვენ ნახეთ მათი პოზიცია", - განაცხადა დანილოვმა.
ამასთან, როგორც ის აცხადებს, უნგრეთს ჰქონდა გეგმები უკრაინის ტერიტორიების წაღებასთან დაკავშირებით.
"რატომღაც მათ სჯეროდათ, რომ შეძლებდნენ ტერიტორიიდან წილის მიტაცებას. ეს არასდროს მოხდება. ვნახოთ, რა შედეგები მოჰყვება ამ ქვეყნისთვის ომს"- თქვა დანილოვმა.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთი კვლავ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ემბარგოს შემოღებას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე.