უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინამ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება არც ერთ სახელმწიფოსთან არ უნდა შეათანხმოს.
კითხვაზე, არის თუ არა შეთანხმებული რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის გათავისუფლება ლონდონთან, ვაშინგტონთან, ბერლინთან ან ვარშავასთან, უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასე უპასუხა:
"ჩვენ არ უნდა შევათანხმოთ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება. თუ საუბარი იყო იმ იარაღის გარკვეულ ეტაპზე გამოუყენებლობაზე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების წინააღმდეგ, რომელიც აშშ-დან მივიღეთ - ეს ცოტა სხვა საკითხია," - განაცხადა დანილოვმა.