logo
ENG



დანილოვი რუსეთს: ვერასდროს გაგვტეხთ

10 ოქტ 202215:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/10/54os1x3ysmbatgc.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის დაბომბვით მხოლოდ გაბრაზებას და ზიზღს იწვევს.

"კრემლი და რუსული ბანდა! თქვენი დაბომბვით მხოლოდ გაბრაზებას და ზიზღს იწვევთ! არა შიშს, არა რაიმეზე შეთანხმების სურვილს. ჩვენში აღვიძებთ, თქვენი, ტერორისტების განადგურების სურვილს, სადაც არ უნდა იყოთ - ქუჩებში, ბუნკერებში, ზღვაზე და ხმელეთზე.

ვერასდროს გაგვტეხთ. ტერორისტულ სახელმწიფოს ვერც ერთი რაკეტა ვერ გადაარჩენს, ის მხოლოდ გამარჯვებისა და შურისძიების წყურვილს გვიძლიერებს!" - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.  

დღეს დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.

დედაქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.


close დახურვა