უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. რის შედეგადაც, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
უფრო კონკრეტულად დავა მოჰყვა ხუნდაძის სიტყვის იმ ნაწილს, როდესაც მან ოპოზიცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს "საზოგადოების უკან დამალვაში" დაადანაშაულა და დაამატა, რომ აგენტობა სწორედ მათი ფუნქციაა.
"ეს არის სუფთა ქართული კანონი და სწორედ ამიტომ ებრძვიან მას. ისინი ებრძვიან ქართულ სუვერენიტეტს და სურთ, რომ ქვეყანა იყოს მეორადი. და რომ ის იდგეს ცალ ფეხზე, მაგრამ მონობა ქართველის ბუნება არ არის - აგენტობა სწორედ მათი [ოპოზიციის] ფუნქცია და მოვალეობაა", - თქვა ხუნდაძემ.
დარბაზის დატოვების შემდეგ გიორგი ვაშაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აქციაზე ხალხმა "დიდი გამარჯვება უნდა მოიპოვოს."
"ისინი ჩაიკეტნენ მარტო, რომ აღასრულოს მოქალაქეობრივი აქტი. საქართველოში ავტორიტარიზმი არასდროს იქნება. თავისუფალ ქართველ ერს ვერავინ დაუპირისპირდება და მის ერთობას ეს მოღალატეები ვერასდროს გახლეჩენ. ყველანი აქციაზე - შევიკრიბოთ და ძალიან დიდი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. ბოლო წუთები დარჩა რეჟიმს რომელსაც უნდა, რომ ბიძინას სამეფოდ აქციოს ეს ქვეყანა. ჩვენ გვინდა ევროკავშირი მიდი პერსპექტივა და ძალა. სწორედ ამიტომ უნდა დავდგეთ ჩვენ ერთად.