logo
ENG



დარბაზები გაიხსნას დროულად - ფიტნეს ინსტრუქტორებმა აქცია გამართეს

11 ივნ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში ფიტნეს დარბაზების მფლობელებმა, ინსტრუქტორებმა და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებმა მთავრობისგან სავარჯიშო დარბაზების დროულად გახსნას მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მეტროსადგურ რუსთაველიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობაც მოაწყვეს. აქციის მონაწილეები სპორტული აქტვივობების პირბადეებით ჩატარებასაც ეწინააღმდეგებიან. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ და განუცხადეს, რომ დარბაზების გახსნის ზუსტ თარიღს ხვალ შეატყობინებენ. 

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა დარბაზები გაიხსნას დროულად, რადგან იყო ყველაფერს ხსნიან და ჩვენი სექტორი ბოლოს გადაიტანეს. დღეს იყვნენ წარმომადგენლები და ხვალ ვაპირებთ შეხვედრას, უნდა გავისაუბროთ",-აღნიშნა გიორგი ჩიკაძე.


close დახურვა