logo
ENG



დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკა

06 მარ 202319:49
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო საზოგადოება გაოგნებულია ივანიშვილის გეგმებით. საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოუწოდებენ, უარი თქვას კანონპროექტის დამტკიცებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ კანონს დამანგრეველი ეფექტი ექნება. გაფრთხილებას შეიცავდა გერმანიის ელჩის ტექსტიც. პარტნიორი სახელმწიფო არ მალავს, რომ კანონპროექტის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს მისწრაფებებს. ეს ხდება მაშინ, როცა სწორედ წელს უნდა გადაწყდეს, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ივანიშვილი კი ცდილობს დაამტკიცოს კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და სტანდარტებს.


close დახურვა