logo
ENG



დასკვნების მოლოდინში - როგორია საქართველოს შანსები

16 ივნ 202220:21
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიის დასკვნამდე ერთი დღით ადრე - საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ საქართველოს საკითხზე სკეპტიციზმი გაზარდა. მაკრონმა უკრაინისა და მოლდოვისგან საქართველო გამიჯნა. საფრანგეთის ლიდერი ჯერ კიშიონიოვში ჩავიდა, შემდეგ კი - კიევში. მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ შეიძლება, საქართველო კი სრულიად სხვა კონტექსტში აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად მოიხსენია. უკრაინაში ჩასულმა ევროპელმა ლიდერებმა საქართველო საერთოდ აღარ ახსენეს.


close დახურვა