უმკაცრესი ნარკოპოლიტიკა და უამრავი ადამიანისთვის დანგრეული ცხოვრება. პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი საშუალების ფლობის გამო 25 წლის ზურაბ ნიჟარაძე 8-დან 20 ან უვადო პატიმრობა ემუქრება.ეს სასჯელი ბევრად მეტია, ვიდრე ზოგიერთ შემთხვევაში განზრახ მკვლელობის მუხლი ითვალისწინებს, ასევე გაუპატიურება, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და სხვა. რატომ არ ცვლის ხელისუფლება ნარკოპოლიტიკას - სპეციალისტების განმარტებით, ამ გზას მმართველი პარტია საზოგადოებაზე კონტროლისთვის იყენებს.
დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა
16 ნოე 202320:27
3 წუთის საკითხავი