logo
ENG



დატოვებს თუ არა თანამდებობას თენგიზ ცერცვაძე

06 მაი 202214:20
3 წუთის საკითხავი
 

თენგიზ ცერცვაძე  თანამდებობას არ დატოვებს, - განცხადება მედიასთან ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ის პირადად ელაპარაკა  ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორს. მანამდე, თავად ცერცვაძემ დაადასტურა, რომ შეურაცხყოფილად გრძნობს თავს და პოსტიდან წასვლაზე ფიქრობს. საქმე ბრალდებებს ეხება ე.წ.ი ცარიელი საწოლების სკანდალზე. როგორც დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნა ჯერ არ არსებობს და ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი ნაადრევია.


close დახურვა