logo
ENG



დაუპიპინე ბიძინას - 21 ოქტომბერს ევროპული საქართველო საავტომობილო პროტესტს გამართავს

18 ოქტ 202012:13
3 წუთის საკითხავი
clock 754

პარტია ევროპული საქართველო საპროტესტო მსვლელობას გეგმავს. სერგი კაპანაძის თქმით, საავტომობილო მსვლელობა 21 ოქტომბერს გაიმართება.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვლენ.

ისინი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გაემართებიან

"ოთხშაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვგეგმავთ ყველა ქალაქში მასობრივ საავტომობილო აქციას, შეგვიძლია ვთქვათ კოდური სახელწოდებით - დაუპიპინე ბიძინას. ბევრი ადამიანის შეკრება ერთ სივრცეში ჰქმნის ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რისკებს, მაგრამ ამის უსაფრთხო ალტერნატივაა იგივე რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, მხოლოდ ავტომობილებით და სიგნალის მიცემა ბიძინასთვის, რომ მისი დრო ამოიწურა",-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საავტომობილო მსვლელობამდე, 17 ოქტომბერს, პარტია "ევროპული საქართველო" გეგმავდა ფეხით მსვლელობას რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეცენტრამდე. თუმცა პარტიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მსვლელობა ეპიდსიტუაციის გამო გაუქმდა.


close დახურვა