logo
ENG



დაუსჯელი ძალადობა - 3 წელი 5 ივლისის მოვლენებიდან

05 ივლ 202420:10
3 წუთის საკითხავი
 

5 ივლისის სასტიკი დარბევიდან 3 წელი შესრულდა. დამნაშავეები დაუსჯელი არიან. დაზარალებულებს ეს არც უკვირს, რადგან ორგანიზატორად თავად ხელისუფლებას მიიჩნევენ, დანაშაულის შემსრულებლად კი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოკავშირე პუტინისტურ ჯგუფებს. ხელისუფლებამ არ დასაჯა დანაშაულის აქტიური მონაწილეები - პუტინისტები კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე, რომელთა დანაშაული ვიდეოკადრებზეა აღბეჭდილი. მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა კი სადამსჯელო დარბევას, აქტივისტებისა და მედიის წინააღმდეგ, მწვანე შუქი პირდაპირ ეთერში აუნთო. ამ დღეს გაუსწორდნენ სასტიკად ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.


close დახურვა