logo
ENG



დაუცველი ფარულობა - დარღვეულია არჩევნების უმთავრესი პრინციპი

31 ოქტ 202420:42
3 წუთის საკითხავი
 

არჩევნების ფარულობის დარღვევა არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მყარი და უტყუარი მტკიცებულებაა, რატომაც არჩევნების შედეგი უნდა გაუქმდეს და დაინიშნოს ახალი.

ცესკოსა და ხელისუფლებას არგუმენტები არ გააჩნია, დარღვევა იმდენად ტოტალურია, რომ უარყოფას აზრი არ აქვს. 

დარღვეულია არჩევნების უმთავრესი პრინციპი, გადაწყვეტილება არ იყო დაცული, უბრალო დაკვირვებითაც კი ყველა მიხვდება, ვის მისცეს მოქალაქეებმა ხმა. ცესკომ თავის მართლება სცადა, მაგრამ შეახსენეს, რომ მას ტექნიკურ დეტალებზე კი არა, მთავარ საკითხზე ედავებიან. გარდა ამისა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრობლემა არჩევნებამდე აღმოაჩინა და ცესკოს მიმართა. პასუხად კი, მიიღო, რომ ფარულობა დაცული იქნებოდა.


close დახურვა