კაპრალის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ სამ ყოფილ სამხედროს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და ეს სუიციდი არ ყოფილა. ასევე, ოჯახის მტკიცებით, დანაშაულში მონაწილეობდა არა 3, არამედ 5 პირი. 41 წლის კაპრალი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. დაკავებულები დუმილს ინარჩუნებენ და ბრალს არ აღიარებენ.
დაღუპული კაპრალის საქმე
16 თებ 202420:36
3 წუთის საკითხავი