logo
ENG



დაღუპულია 95 000 ადამიანზე მეტი - როგორია ვითარება მსოფლიოში

10 აპრ 202010:02
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 95 ათასს გადააჭარბა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი მილიონ 600 ათასზე მეტია. გარდაცვლილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. გასული დღის განმავლობაში ვირუსს 1 900 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 16 600-ს გადააჭარბა. იტალიის შემდეგ ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ინფიცირებულთა რაოდენობა 156 ათასს აჭარბებს, რაც უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. სულ შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 თითქმის 468 000 ადამიანს დაუდასტურდა.

მძიმე ვითარებაა იტალიაში, სადაც დღის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 610 ადამიანით გაიზარდა. საფრანგეთში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ს 1 341 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთა რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს.

881 ადამიანიღ გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი დიდ ბრიტანეთშიც. ვირუსს აქ თითქმის 8 000 ადამიანი შეეწირა. ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება დატოვა. 55 წლის ბორის ჯონსონი მკურნალობას ჩვეულებრივ პალატაში გააგრძელებს. 10-მდე გაიზარდა კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სომხეთში, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 900-ს გადააჭარბა. ასევე 900-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა აზერბაიჯანში, სადაც ვირუსს  9 ადამიანი ემსხვერპლა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ​კორონავირუსის 4 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში, დაღუპულია 908 ადამიანი.


close დახურვა