როგორც ჩანს უმრავლესობის რიგებს მხოლოდ ეს 9 დეპუტატი არ გამოაკლდება. პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდებას არ ეთანხმებიან "ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრებიც. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარ გეგმებზე განცხადებას ფრაქციის წევრები დღეს გაავრცელებენ. ცნობისთვის, "კონსერვატორების" რიგებში დეპუტატები - ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე, გიგია ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი და პაატა კვიჟინაძე არიან.