logo
ENG



დაცული ტერიტორიები გამოცხადდეს ეროვნულ პარკად - ლელო ონის ჰესების მშენებლობას აპროტესტებს

19 მაი 202013:14
3 წუთის საკითხავი
 

პარტიაში „ლელო საქართველო“ ონის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. „ლელოს“ წევრების თქმით, ისინი მაშტაბური პროექტების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა საგანგაშოა 17 მარტს პანდემიის პირობებში გაცემული ნებართვა, ონის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.

პარტიის წევრებმა  უწყებებს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მოსთხოვეს რომელიც შესაბამის კვლევებს ჩაატარებს.

„საგანგაშოდ მივიჩნევთ ამა წლის 17 მარტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ, პანდემიის პირობებში გაცემულ ნებართვას, ონის რაიონში ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყველა საკითხი აუცილებელია, გავლილი იყოს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად და ლელო გამოდის ინიციატივით, დაცული ტერიტორიები გამოცხადდეს ეროვნულ პარკად“, - აცხადებს პარტიის წევრი ლანა გალდავა.

„ლელოს“ წევრების თქმით, დაკსვნა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობსი შესახებ არსებულ პროექტს ერთვის ცხადყოფს, რომ არ ჩატარებულა მოოკვლევა და არ არსებობს ექსპერტების დასკვნა.


close დახურვა