logo
ENG



დაწვეს სპეციალურად, შეგვიშვით, ჩვენი ადგილი დაგვანახეთ-ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეები

16 ივნ 202014:03
3 წუთის საკითხავი
 

ამ წუთებში ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე ხმაურია. მოვაჭრეები ტერიტორიაზე შესვლას და გადარჩენილი პროდუქტის გამოტანას ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ ბაზრობის ადმინისტრაცია არ ეკონტაქტება მათ. ასევე, დაზარალებულები მერიის წამორმადგენლისგან კონკრეტულ შეტავაზებასაც ელოდებიან.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ ვერსიას. ერთი ვერსიით, შესაძლოა, ხანძარი სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია, მაგრამ დასაქმებულთა ნაწილი აცხადებს, რომ მუშაობა დასრულებული იყო, როდესაც აალება მოხდა. ასევე არასწორ გადაერთებაზეც არის საუბარი, მაგრამ ბაზრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. დღეს დილიდან კიდევ ერთი ვერსიაა - კერძოდ, ბაზრობის მეწილეებს შორის ამჟამად მიმდინარე სასამართლო დავაა. აქედან გამომდინარე, დაზარალებულები აცხადებენ, რომ შესაძლოა, ხანძარი განზრახ გაჩნდა. 

„დაწვეს სპეციალურად ბაზარი. შეგვიშვით, ჩვენი ადგილი დაგვანახეთ და ჩვენი ქონება დაგვატირებინეთ. ჩვენი ქონება აქ ჩავდეთ“, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ერთ-ერთი მოვაჭრე აცხადებს, რომ დაზარალებულთა ადამიანთა რაოდენობა ამჟამად ტერიტორიაზე არ იმყოფება და მათი რა

„მარტო ჩვენ არ ვართ. ძალიან ბევრნი არიან. ჩემი ოჯახიდან სამი მაღაზია დაიწვა“, - აცხადებს მოვაჭრე.

გამგებელი კახა სამხარაძე კი აცხადებს, რომ ბაზრის ტერიტორია დაზღვეულია.

„საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ირაოშია დაზღვეული ბაზრობა. სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებიც ადგილზე არიან და დაველოდებით მათ დასკვნას. პროდუქცია რაც გადარჩენილი, მიეცათ საშუალება მოვაჭრეებს გამოეტანათ ის. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ჩვენ დავიწყებთ ნელ-ნელა შეშვებას, რომ ზარალთან დაკავშირებით დაიწყონ მუშაობა. ყველა ინდივიდუალურად იქნება განხილული, ყველა იმ მოიჯარის ზარალი, რაც მიადგათ“, - აცხადებს სამხარაძე.

დაზარალებულები ამ დრომდე რჩებიან ბაზრის ტერიტორიაზე. ისინი დღის ბოლომდე ელოდებიან თუ როდის დაუშვებენ ტერიტორიაზე. წინააღმდეგ შემტხვევაში ნაწილი მერიისა და ბაზრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ, ხოლო დაზარალებულთა ნაწილი აქციებს აანონსებს.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი გვიან ღამით ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა.  ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ მერია მოვაჭრეებს გვერდით დაუდგება.

ამავე თემაზე: "ფორმულამ" დამწვარი ვარკეთილის ბაზორბიდან ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა მოიპოვა. 

close დახურვა