დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰამამლოში ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. ორი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაკავებულია ერთი ადამიანი.