კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლის თქმით, დაჭრილი მორაგბე საოპერაციოშია გადაყვანილი და მას მცირე ქირურგიული ჩარევა უტარდება.
სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის მომენტში სტაბილური იყო.
"კავკასიის მედიცინის ცენტრში შემოყვანილ იქნა 32 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი ჭრილობით მარცხენა წვივის არეში. პაციენტი შემოყვანისას სტაბილური იყო, ჩაუტარდა სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები. არ იქნა დიფერენცირებული ძვლის დაზიანება. პაციენტი გადაყვანილი იქნა საოპერაციოში, ახლა მიმდინარეობს მცირე ქირურგიული ჩარევა, ჭრილობის რევიზია და უცხო სხეულის ამოღება ჭრილობიდან",- განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა.
რაგბის კავშირში ერთი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაცია ფორმულას რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი.