logo
ENG



დახარჯული 6 მლნ. ლარის მიუხედავად რაჭაში მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება

04 ივნ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

რაჭაში, სოფელ ღარის მოსახლეობამ დაბინძურებული წყლის გამო აქცია გამართა. როგორც ადგილობრივები ყვებიან პრობლემის სათავე ღორების ფერმაშია, რომლის ფეკალიებიც მდინარეში ჩაედინება და მდინარიდან სასმელი წყლის ჭებშიც ირევა.

ფერმა, რომელიც ვერცერთ სტანდარტს აკმაყოფილებს, დავით საგანელიძეს ეკუთვნის. მოსახლეობა მისგან ფერმაში სეპტიკური კანალიზაციის მოწყობას ითხოვს. როგორც ოპოზიცია ამბობს, ონში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 6 მილიონი დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ.

საკრებულოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის დეპუტატი ამბობს, რომ ექვსი წლის მანძილზე ონში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ. 

 

 


close დახურვა