logo
ENG



დახმარება არ იქნება 150 ლარი, იქნება მეტი - გიორგი გახარია

14 აპრ 202017:50
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას თქმით, სოციალური დახმარება არ იქნება 150 ლარი - პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დახმარება იქნება მეტი და გათვალისწინებული იქნება საარსებო მინიმუმი.

„150 ლარი არ იქნება, იქნება მეტი. 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. შეუძლებელია ვისაუბროთ დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი. შეუძლებელია გვესაუბრა მიზნობრივ დახმარებაზე, სანამ არ გვექნებოდა მზად პარამეტრები. ეს იყო მთავრობის პირველი და ყველაზე მწვავე ამოცანა. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მზად გვაქვს ფინანსური დახმარება, დონორებიდანაც გვაქვს დახმარება - საბიუჯეტო შემოსავლები, რომლებსაც ქვეყანა დაკარგავს", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. ასევე, 15 აპრილიდან ათი დღით იკეტება ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, სამი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 

 


close დახურვა