logo
ENG



დეგნანი: ვიმედოვნებ, მაუწყებლობის კანონში საუკეთესო პრაქტიკის რეკომენდაციები აისახება

27 დეკ 202220:18
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ოცნება გადახედავს პარლამენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს და "გაითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას, რომელიც ეფუძნება ევროპის საუკეთესო პრაქტიკას".

დეგნანის თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონი საშუალებას აძლევს მთავრობებს, გააჩუმონ კრიტიკოსები, რაც დემოკრატიის დასასრულია. მისივე თქმით, კანონი საჭიროებს მოცდას.

"არსებობს ევროსაბჭოს ნოემბერში გაცემული რეკომენდაცია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. სიძულვილის ენა ისე ფართოდ არის გავრცელებული, რომ შესაძლოა არასწორად იყოს გამოყენებული კრიტიკის გასაჩუმებლად. სიძულვილის ენა ისეთი ლაპარაკია, რომელიც იწვევს ძალადობას და სიძულვილს. უფრო ფართო გაგებით კი, საშუალებას აძლევს მთავრობებს და სხვებსაც, გააჩუმონ კრიტიკოსები, რაც დემოკრატიის დასასრულია. ევროსაბჭომ მოითხოვა ამ კანონის მიღების შეჩერება, რადგან მაუწყებლები ახლა მუშაობენ საკუთარი თანარეგულირების მექანიზმებზე, ამიტომ კანონი მოცდას საჭიროებს, ვიდრე არ დასრულდება ეს პროცესი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი კანონში ჩაიდოს. ვიმედოვნებ, როდესაც ეს კანონი პარლამენტს დაუბრუნდება გადახედვისთვის, ყველა რეკომენდაცია, რომელიც ეფუძნება ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, ასახული იქნება ქართულ კანონშიც", - თქვა დეგნანმა. 

***

22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით მხარი დაუჭირა ცვლილებების შეტანას მაუწყებლობის შესახებ კანონში. 

ცვლილებებს მედიაც აპროტესტებდა. მედიის ადვოკატირების კოალიციაში ამბობდნენ, რომ პროცესი დასაჩქარებლად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარებისა და რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ქვეყანაში ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის.

რას გულისხმობს "მაუწყებლობის შესახებ" კანონი? 


close დახურვა