logo
ENG



დეგნანი: იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს

14 დეკ 202114:12
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს და სამხედრო ძალებს დააბრუნებს იმ დისლოკაციის ადგილებზე, სადაც ისინი აგვისტოს ომამდე იყვნენ განლაგებულები

დეგნანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 3 ადამიანის უკანონოდ დაკავების ფაქტზე დასმულ კითხვას უპასუხა. 

"ჩვენ ყოველთვის შეშფოთებულები ვართ, როცა ადამიანებს აკავებენ ან ავიწროებენ საოკუპაციო ხაზთან. ეს მიუღებელია, წნეხია. ეს უნდა შეჩერდეს და აუცილებლად შეჩერდება, როგორც კი რუსეთი შეასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას, დააბრუნოს ჯარები 2008 წლამდე არსებულ დისლოკაციის ადგილებზე. ეს ძალიან მარტივი ნაბიჯია, რომელიც რუსეთმა უნდა გადადგას. ეს არის ის, რასაც ყველა ელოდება, რათა დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების განგრძობადი შევიწროება და ხელი შეუწყოს დისკუსიებისთვის ატმოსფეროს გაჯანსაღებას. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს". - თქვა აშშ-ის ელჩმა. 

12 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან 1 ადამიანი დააკავეს. 2 დღით ადრე, 10 დეკემბერს ოკუპანტებმა გაიტაცეს 2 მოქალაქე, მათგან ერთ-ერთი სოფელ ბრეთის მცხოვრები, ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძეა. ის შავნაბადას ბატალიონში მსახურობდა და ერაყის და ავღანეთის მისიებში მონაწილეობდა. 


close დახურვა