საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორია დაინტერესებული და მომავალ წელს, მთავრობა ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.
ელჩმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მშენებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ორიენტაციაში შავი ზღვის რეგიონში.
"შეერთებული შტატები წლებია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძლიერი მხარდამჭერია, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ეს პორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ორიენტაციაში შავი ზღვის რეგიონში. ყველას შეუძლია ნახოს, რომ ანაკლიის მშენებლობა შარშან რომ დასრულებულიყო, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, უზარმაზარ წვლილს შეიტანდა საქართველოსთვის, რომელიც ავითარებს თავის როლს ახლო აღმოსავლეთის დერეფანში აზიიდან, ტვირთის ევროპისკენ გადასატანად. ეს არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა საქართველოს განვითარებისთვის და ამიტომ მოუწოდებდა შეერთებული შტატები გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს ანაკლიის პორტის განვითარებისკენ. რამდენიმე გლობალური, კვალიფიცირებული პორტების ოპერატორი კომპანიები არსებობს, რომლებიც დაინტერესებული არიან ანაკლიით და მთავრობაც გეგმავს ტენდერს მომავალი წლის დასაწყისში. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ანაკლია არა მხოლოდ დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, არამედ შეიქმნება სამუშაოები ადგილები საქართველოს რეგიონში ამ მოქალაქეებისთვის და სხვა მოქალაქეების მიმართ", - ამბობს დეგნანი.
ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა ჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა და მის "დათრევაზე" საუბრობს.