logo
ENG



დეგნანი: უდროოა ქმედებები, რაც შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გაართულებს

21 აგვ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას აღნიშნა, რომ უდროოა ახლანდელი ქმედებები, რაც მომავალში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გაართულებს. ამის შესახებ მან დღეს, 21 აგვისტოს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"არჩევნები ახლოვდება და ვფიქრობ, ქართველ ხალხს სურს, გადავიდეს უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და უფრო რეპრეზენტატულ პარლამენტზე. ეს მოითხოვს პარტიების თანამშრომლობას.

ყველა ქმედება ახლა, ადრეულ ეტაპზე, რომელიც ზღუდავს არჩევანს, ან უფრო ართულებს არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, უდროოა. ვფიქრობ, ეს ხელს არ უწყობს იმ მიზნის მიღწევას, რომ ქართველი ხალხი უფრო პროპორციულ და რეპრეზენტატულ პარლამენტს ითხოვს", - თქვა კელი დეგნანმა. 


close დახურვა