logo
ENG



დეგნანი: შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მზარდი აგრესია საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის

23 დეკ 202022:27
3 წუთის საკითხავი
clock 1353

ელჩი კელი დეგნანი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს არ განუცდია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით სტანგაცია და რომ ის "ნამდვილად არის ნატოს რადარების ეკრანზე". ამაზე მან ფორმულას ეთერში, გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში" განაცხადა.

წამყვანმა ელჩს ჰკითხა, რამდენად რეალისტურია საქართველოში შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნის შესაძლებლობა და რა არის ის ზომები, რომლებსაც აშშ იღებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივის მხარდასაჭერად?

ელჩის შეფასებით, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მზარდი აგრესია საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მისივე თქმით, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ თანამშრომლობს შეერთებული შტატები საქართველოს სანაპირო დაცვასთან. 

"ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი ურთოერთობები სტაგნაციას განიცდის. პირიქით, ჩვენი ურთოერთობები არის ძლიერი, რომელიც ყოველ წელს უფრო ძლიერდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო, ისიც, რომ ორი კვირის შემდეგ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე იყო და მხარს უჭერდა საქართველოს წევრობას და ალიანსის შიგნით საქართველოს მხარდაჭერის გაზრდას.

ჩემთვის სასიამოვნი იყო ისიც, რომ ნატოს ექსპერტების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარი იყო, საითკენ უნდა წავიდეს ალიანსი. იყო რეკომენდაცია საქართველოსთან პარტნიორობის გაფართოების შესახებ. ასე რომ საქართველო ნამდვილად არის ნატოს რადარების ეკრანზე და ამას ვხედავთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებით, ჩვენ გვაქვს საქართველოს იმედი ავღანეთში, ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს გაძლიერებულ თავსებადობას, მზაობას, რაც ასე ღირებულია ალიანსისთვის.

საქართველომ ნამდვილად ჩადო ინვესტიცია დროის, რესურსებისა და პესონალის სახით, რათა ყოფილიყო იქ ნატოსთან ერთად. თქვენ მართალი ხართ, ჩემი აზრით, რუსეთის მზარდი აგრესია შავი ზღვის რეგიონში საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ თანამშრომლობს შეერთებული შტატები საქართველოს სანაპირო დაცვასთან მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მქონდა საშუალება მომენახულებინა ფოთში სანაპირო დაცვის შტაბი. ძალიან შთამბეჭდავი იყო. არამხოლოდ იმის გამო რისი გაკეთებაც შეუძლიათ, არამედ უფრო მეტად იმ მზაობისთვის, თუ რისი გაკეთება სურთ. ალიანსის შიგნით საზღვაო კომუნიკაციების გაუმჯობესების კუთხით, საზღვაო წვრთნების რაოდენობის გაზრდით. ეს ყველაფერი ეხმარება ნატოს, ეხმარება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ეხმარება საქართველოს დაიცვას საკუთარი საზღვაო საზღვრები", - განაცხადა ელჩმა დეგნანმა. 


close დახურვა