logo
ENG



დეგნანი - მნიშვნელოვანია მივაღწიოთ, რომ რუსეთმა 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს

21 ივლ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

„მექანიზმები არსებობს, თუმცა მათი ეფექტური ამოქმედებისთვის მნიშვნელოვანია მივაღწიოთ, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმება შეასრულოს“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის გატაცებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოლაპარაკებების ფორმატების გაგრძელებას, სადაც შესაბამისი საკითხების განხილვა მოხდება.

„მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები ღიად უჭერს მხარს საქართველოს, ასევე ჟენევის მოლაპარაკებას, რაც არის მნიშვნელოვანი ფორმატი. ასევე, ვიცით, რომ მოხდება პირისპირ შეხვედრები და მსჯელობა ამ შეხვედრების ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ასევე საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის გატაცება. ეს საკითხები უნდა გადაწყდეს ამგვარ შეხვედრებზე“, - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია - მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.


close დახურვა