logo
ENG



დეგნანი უკრაინის სანქციების მოთხოვნაზე: ჩვენ არ ვართ ამაში ჩართული

06 სექ 202214:20
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მიერ ქართველების დასანქცირების მოთხოვნაში ჩართული არ არის.

ამავე საკითხზე კომენტარისას ელჩმა აღნიშნა, რომ ზოგადად საქნციები მნიშვნელოვანი მექანიზმია და შესაძლებელია, რუსეთთან მიმართებით ძალიან ეფექტური იყოს. 

"ჩვენ არ ვართ ბოლო გამოცხადებული სანქციების შემუშავებაში ჩართული. მათზე არ ვფლობ ინფორმაციას. მე შემიძლია ვთქვა, რომ სანქციების მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებელია, იყოს ძალიან ეფექტური რუსეთთან მიმართებით. ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ის სანქციები, რომლებიც მსოფლიომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესა, მუშაობს და ეს ეფექტი განგრძობადია. ჩვენი სანქციების პოლიტიკა შემდეგია - ჩვენ წინასწარ არ ვამბობთ, ვის უწესდება სანქციები. მხოლოდ დაწესების შემდეგ ხდება საჯარო"- ამბობს დეგნანი.

გუშინ, 5 სექტემბერს უკრაინულმა მხარემ 15-კაციანი სია გამოაქვეყნა, სადაც დაასახელა ადამიანები, რომელთა დასანქცირებასაც ითხოვს. სიაში 12 ქართველია. მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა.


close დახურვა