logo
ENG



დეგნანის თქმით, სააკაშვილის სასამართლო პირადი ცხოვრების უფლების დაცვით უნდა წარიმართოს

15 დეკ 202211:07
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას ეხმაურება.

დეგნანის თქმით, მიმდინარე სასამართლო პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობითა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

"მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, დაიცვას მისი უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევა, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და უფლება, სამართლიან სასამართლო პროცესზე დასწრების. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, არის სასამართლო მოსმენები, ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს ძირითადი ადამიანის უფლებების დაცვით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით", - ამბობს ელჩი.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.

გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.


close დახურვა