logo
ENG



დედოფალ ელისაბედს კორონავირუსი დაუდასტურდა

20 თებ 202216:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/20/i2uhm8kxlt5vi5o.jpg

დედოფალ ელისაბედს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ინფორმაცია ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დედოფალს "გაციების მსგავსი მსუბუქი სიმპტომები" აქვს. 

"ის მიიღებს შესაბამის სამედიცინო მეთვალყურეობას გაიდლაინების შესაბამისად". - აცხადებს ბუკინგემის სასახლე. 

დედოფალი ელისაბედი პრინც ჩარლზის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა. 


close დახურვა